შ.პ.ს. "ელიტა" დაარსდა 1993 წელს. იგი მდებარეობს ქ. თბილისის ყველაზე პრესტიჟულ რაიონში - ვაკეში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №37. მის საკუთრებაშია ორსართულიანი კაპიტალური შენობა საერთო ფართობით 3600 კვ. მეტრი და მიწის ნაკვეთი 3725 კვ. მეტრი, მათ შორის 1627 კვ. მეტრზე განთავსებულია აღნიშნული შენობა.
გარდა ამისა შ.პ.ს. "ელიტა" ფლობს 100 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გაშენებული ვენახით, რომელიც მდებარეობს საქართველოს მევენახეობით და მეღვინეობით განთქმულ კუთხეში - კახეთში (ყვარელი, ქინძმარაულის ზონა).
|